კულება: ზელენსკი მზად არის პუტინს თუნდაც ხვალ შეხვდეს

18 მარტი 2022, 10:28 517 ნახვა

პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა, ვლადიმერ პუტინს ხვალაც კი შეხვდეს - უკრაინის პრეზიდენტის მზაობის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა. დმიტრი კულება ამბობს, რომ ზელენსკის პოზიცია მკაფიოა, ყველა საკითხზეა ჩამოყალიბებული და უკრაინა მზად არის საუბრისთვის.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დელეგაციებს შორის ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებებზე, არის საკითხები, რომლებსაც მომლაპარაკებლები თავისით ვერ წყვეტენ შესაბამისი მანდატის არქონის გამო.

უცნობია ზელენსკისა და პუტინის შესაძლო შეხვედრის ადგილიც. კულება ამბობს, რომ ამისთვის ქვეყნებს შორის კონკურენცია ოლიმპიური თამაშებისთვის კონკურენციაზე მაღალია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში