გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა საკუთარი რეზოლუციის კენჭისყრა გააუქმა

18 მარტი 2022, 09:49 461 ნახვა

უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გამართულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა საკუთარი რეზოლუციის კენჭისყრა გააუქმა. გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, განმარტებით, დასავლური ქვეყნები ძლიერ ზეწოლას ახორციელებენ დელეგაციებზე.

კერძოდ, ამერიკამ და ალბანეთმა გაავრცელეს წერილი, რომელშიც მოუწოდებენ გაერო-ს წევრებს, თანასპონსორობა არ გაუწიონ რუსეთის რეზოლუციას. ვასილი ნებენზიას თქმით, ამის გამო, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოითხოვოს კენჭისყრა, თუმცა რეზოლუციის პროექტის უკან გაწვევას არ აპირებენ.

დიპლომატების განმარტებით, რუსეთის მცდელობა წარუმატებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ 15-წევრიანი საბჭოს უმეტესობა თავს შეიკავებდა რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრისგან, რადგან ის არ ეხებოდა პასუხისმგებლობას და არ აღიარებდა რუსეთის შეჭრას მეზობელ ქვეყანაში და არც ბრძოლის შეწყვეტას ან რუსული ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში