რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კრამატორსკი დაბომბეს - არის მსხვერპლი

18 მარტი 2022, 12:56 1142 ნახვა

უკრაინაში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრამატორსკი დაბომბეს. ინფორმაციას ადასტურებს დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო.

რაკეტები საცხოვრებელ სახლსა და ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა.

დაბომბვის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

„საცხოვრებელ კორპუსს და ადმინისტრაციულ შენობა დაბომბეს. ინფორმაცია გვაქვს 2 დაღუპულისა და 6 დაჭრილის შესახებ, სხვა დეტალებს ვაზუსტებთ. რუსები ვერ ახერხებენ სამართლიან ომს, ამიტომ აგრძელებენ სროლას მშვიდობიანი მოსახლეობისკენ"-აცხადებს დონეცკის გუბერნატორი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში