ბათუმის საქალაქო სასამართლო ნაფიცი მსაჯულების პირველი ვერდიქტის მოლოდინში

18 მარტი 2022, 11:06 1175 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ისტორიაში პირველად ნაფიცმსაჯულებმა სისხლის სამართლის საქმეზე  დღეს შესაძლოა ვერდიქტი გამოიტანონ. 

საბოლოო სიტყვას წარმოსთქვამს ბრალდებული, რის შემდეგაც ნაფიცები სათათბიროდ გავლენ.

ვერდიქტის გამოსატანად მსაჯულებს დრო 4  საათი აქვთ. თუ  გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, მათ დამატებითი დრო მიეცემათ. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ დადგება განაჩენი მაშინ სასამართლო მათ დაითხოვს და ხელახლა დაიწყება კანდიდატების არჩევა. 

მსაჯულებმა  ვერდიქტი  2021 წლის 19 ივნისს მომხდარი ძალადობის ფაქტზე უნდა გამოიტანონ. 

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა  მაქსიმე ქობულაძემ ერთ პირზე  ფიზიკურად იძალადა,  კლინიკაში გადაყვანის შემდეგ  კი დაზარალებული  გარდაიცვალა. დაცვის მხარე საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში