Human Rights Watch​-ის განცხადება

18 მარტი 2022, 14:03 593 ნახვა

ჰააგის სასამართლო პასუხს მოსთხოვს ხარკოვზე თავდამსხმელებს. საერთაშორისო ორგანიზაციის, ჰუმან რაითს ვოთჩის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან პირველ 11 დღეში, რუსეთის სარაკეტო დარტყმების და ავიაიერიშების შედეგად, 450-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში.ორგანიზაციის მიერ  გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ხარკოვზე თავდასხმების შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სკოლები, საკულტო ნაგებობები, მაღაზიები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც ქალაქის მცხოვრებნი დარჩნენ საკვების, მედიკამენტების, ელექტროენერგიის, გათბობის და წყლით მომარაგების გარეშე.

ორგანიზაცია ადასტურებს რუსული არმიის მიერ ხარკოვში ე.წ. კასეტური ბომბების გამოყენებას. საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად, ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებზე თავდასხმა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და შესაძლოა, ომის დანაშაულად შეფასდეს.   

24 თებერვლიდან პოლონეთის საზღვარი 2 მილიონზე მეტმა უკრაინელმა გადაკვეთა, მათგან უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ეს ციფრი მოიცავს მათ, ვინც არ გეგმავს პოლონეთში დარჩენას და ევროპის სხვა ქალაქებში გადავლენ. 

ვარშავა და კრაკოვმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ფაქტობრივად აღარ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ლტოლვილები.

მსგავს პრობლემაზე საუბრობენ ჩეხეთში, სადაც ამ დროისთვის 200 ათასზე მეტი უკრაინელი ჩავიდა  და ესტონეთში სადაც 19 ათასი უკრაინელი გეგმავს დარჩენას.  ინფორმაციას ევროპეისკაია პრავდა ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში