ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია

18 მარტი 2022, 15:26 1132 ნახვა

ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია. კენჭისყრაში 3-3 ესპანური და ინგლისური კლუბები იყო, თითო წარმომადგენელი კი პორტუგალიას და გერმანიას ჰყავდა.

მეოთხედფინალური წყვილები კი ასეთია:

  • ჩელსი - რეალ მადრიდი;
  • მან. სიტი - ატლ. მადრიდი;
  • ვილიარეალი - ბაიერნი;
  • ბენფიკა - ლივერპული.

პირველი შეხვედრები 5 და 6 აპრილს გაიმართება, საპასუხო კი - 12 და 13 აპრილს არის ჩანიშნული.

ლიგის ფინალი რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების გამო, უეფამ ფინალური მატჩი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადაიტანა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში