გერმანიაში მიხეილ სააკაშვილისა და გიგი კალანდაძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი წარმოება არ მიმდინარეობდა - გერმანიის საელჩოს პრესსპიკერი

18 მარტი 2022, 16:22 796 ნახვა

გერმანიის საელჩოს პრესსპიკერის განცხადებით, არც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და არც გიგი კალანდაძის წინააღმდეგ გერმანიაში სისხლისსამართლებრივი წარმოება არ მიმდინარეობდა.

„გერმანიის საელჩო ხაზს უსვამს, რომ არც ბატონი კალანდაძის და არც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის წინააღმდეგ გერმანიაში არ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი წარმოება. ბრალი არავისთვის წაუყენებიათ და არავინ გაუმართლებიათ“, – აღნიშნულია საელჩოს პრესსპიკერის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა, რომ გერმანულმა სასამართლომ გაამართლა გიგი კალანდაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში