ცარიელი საბავშვო ეტლები ლვოვის მოედანზე - რუსული აგრესიის დროს დაღუპული 109 ბავშვის სიცოცხლე სიმბოლო

18 მარტი 2022, 16:36 905 ნახვა

109 ცარიელი ეტლი გამოიტანეს, სამოქალაქო აქტივისტებმა, ლვოვში ცენტრალურ მოედანზე - როგორც რუსეთის აგრესიას შეწირული 109 ბავშვის სიცოცხლის სიმბოლო. 

აქციის მიზანია ყურადღება მიაქციოს მსოფლიომ იმ სასტიკ დანაშაულს, რომელსაც რუსეთი უკრაინაში სჩადის. გარდა ამისა, ეს არის მიმართვა მსოფლიოს ლიდერებისთვის რომ ''ჩაკეტონ ცა უკრაინის თავზე''.

აქციის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

ლვოვის მერის თქმით, ,,მოედანზე გამოტანილი ცარიელი საბავშვო ეტლები იმ ანგელოზების ცხოვრების სიმბოლოა, რომლებიც ახლა იცავენ ცას უკრაინის თავზე.  დაიცავით უკრაინელი ბავშვები,'' - აცხადებს მერი. 

უკრაინაში ომს 109 ბავშვი შეეწირა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში