მარიუპოლში, დრამატულ თეატრში მოწყობილი თავშესაფრიდან 130 ადამიანი გადაარჩინეს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება - უკრაინის ომბუდსმენი

18 მარტი 2022, 16:45 1056 ნახვა

მარიუპოლში, დრამატულ თეატრში მოწყობილი თავშესაფრიდან 130 ადამიანი გადაარჩინეს, მაშველები ნანგრევების გაწმენდას აგრძელებენ, – ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

„ამ დროისთვის ვიცით, რომ 130 ადამიანია გაყვანილი, მაგრამ ჩვენი მონაცემებით, 1300-ზე მეტი ადამიანია ამ სარდაფებში, თავშესაფარში. ჩვენ ვლოცულობთ, რომ ყველა მათგანი ცოცხალი იყოს, მაგრამ ამ დროისთვის მათ შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, - თქვა დენისოვამ.

მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომლის სარდაფსაც ასობით მცხოვრები აფარებდა თავს, 16 მარტს დაიბომბა.

მარიუპოლის თეატრის შენობის ორ მხარეს, მიწაზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა - ბავშვები.

ეს იმას ნიშნავდა, რომ იქ პატარები აფარებდნენ თავს, თუმცა შენობა რუსი ჯარისკაცების სამიზნე  მაინც გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში