ვლადიმერ პუტინის ილუზიები

18 მარტი 2022, 20:41 1352 ნახვა

„დიდი რუსეთი“ და საბჭოთა ნოსტალგიები - ომის ფონზე, მოსკოვში ყირიმის ანექსიის 8 წლისთავს ზეიმობენ. „ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ ყველა დასახულ მიზანს“– აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმირ პუტინის თქმით, ასეთი ერთიანობა რუსეთს არასდროს ჰქონია. ღონისძიება მოსკოვში „ლუჟნიკის“ სტადიონზე მიმდინარეობდა. შეკრებილების წინაშე რუსი მსახიობები, მომღერლები და სპორტსმენები გამოვიდნენ. ღონისძიების მონაწილეთა ნაწილს გეორგიევსკის ლენტები ეჭირათ და ტანსაცმელზე გამოსახული ჰქონდათ „Z“ ნიშანი, რომლითაც აღინიშნება უკრაინაში ომში მონაწილე რუსული სამხედრო ტექნიკა. კონცერტის მონაწილეები უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების მხარდაჭერის ტექსტებით გამოვიდნენ. რუსული მედიის ცნობით კონცერტი და პუტინის მიმართვა რეალურ დროში მიმდინარეობდა თუმცა ტრანსლაციის დროს დაფიქსირდა შემდეგი ფაქტი. კადრში ჩანდა ვლადიმერ პუტინი, რომელიც შეკრებილებსა და მაყურებელს მიმართავდა სიტყვით, თუმცა უეცრად მისი სიტყვა გაწყდა და პუტინის ნაცვლად სცენაზე გამოჩნდა რუსი მომღერლის, ოლეგ გაზმანოვის გამოსვლა. შემდეგ კი რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებმა გაიმეორეს ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში