გატაცებულია უკრაინელი ჟურნალისტი - მისი ადგილსამყოფელი უცნობია

19 მარტი 2022, 13:22 781 ნახვა

ოკუპანტებმა უკრაინელი ჟურნალისტი გაიტაცეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მათივე ინფორმაციით, ვიქტორია როშინას 12 მარტიდან ვერ უკავშირდებოდნენ. შემდგომ კი მათ წყაროებმა შეატყობინეს, რომ  როშინა ოკუპირებულ ბრედიანსკიში იმყოფებოდა.

ჟურნალისტი, სავარაუდოდ, 16 მარტს  რუსეთის ФСБ-მ დააკავა. ამჟამად მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი. უკრაინული მედია, რომლის თანამშრომელიც არის  გატაცებული, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ჟურნალისტის გათავისუფლების საკითხში ჩაერთოს.

როშინა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან ცხელ წერტილებში იმყოფებოდა და უკრაინის რეგიონებში ვიდეოებს იღებდა, ასევე წერდა სტატიებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში