„ეს თავდასხმა მოულოდნელი იყო“ - უკრაინაში მოკლული ქართველების თანამებრძოლი თავდასხმის დეტალებს იხსენებს

19 მარტი 2022, 15:28 1374 ნახვა

დავით ხმალაძე იმ ჯგუფის მებრძოლია უკრაინაში, რომლის ოპერაციის დროს  ორი ქართველი მოხალისე დაიღუპა. მისი თქმით, დაღუპულების სამშობლოში გადმოსვენების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ამჟამად მეომრების ნეშტები კიევში, პროზექტრურაშია დასვენებული და მათ ექსპერტიზა უტარდებათ.

როგორც ხმალაძე ამბობს, ცხედრების გადმოსვენების პროცედურა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც მათ ჰქონდათ ინფორმაცია. მისივე თქმით, ოპერაციის შემდეგ მათზე თავდასხმა მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან სახმელეთო ბრძოლაში რუსული საოკუპაციო ჯარები მონაწილეობას არ იღებენ და ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნაღმმტყორცნებით შეეცადნენ უკრაინელი სამხედროებისთვის ცეცხლი გაეხსნათ.

ხმალაძის ინფორმაციით დღეს კიევში სიწყნარეა და ჯერ-ჯერობით  საჰაერო დაბომბვის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში