უამინდობის გამო ეროვნული ლიგის მატჩები გადაიდო

19 მარტი 2022, 16:51 834 ნახვა

დღეს გახდა ცნობილი, რომ  ეროვნულ ლიგაში უამინდობის გამო კიდევ 3 მატჩი გადაიდო.

საბურთალოს და დინამო თბილისის მატჩი მიხეილ მესხზე; თელავის და ტორპედოს დაპირისპირება კავკასიონ არენაზე და სამგურალისა და გაგრას შეხვედრა ზესტაფონში.

გასულ 2 კვირაში იგივე მიზეზით  ეროვნულ ჩემპიონატში მანამდე კიდევ 6 შეხვედრა არ ჩატარდა.

უამინდობამ ეროვნული ლიგა ორის კალენდარიც არია. ლიგა 2-ში 7 თამაშია გადადებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში