ცოტა ხნის წინ განგაშის სიგნალი გაისმა უკრიანის თითქმის ყველა ქალაქსა და ოლქში

19 მარტი 2022, 18:53 1005 ნახვა

ოდესა, ხმელნიცკის ოლქი, დნეპრო-პეტროვსკი, ზაპოროჟიე, ივანო-ფრანკოვსკი - რამდენიმე წუთის წინ განგაშის სიგნალი გაისმა უკრიანის თითქმის ყველა ქალაქსა და ოლქში.ინფორმაცია ტელეგრამ არხზე გავრცელდა. ოკუპირებული ლუგანსკის ქალაქ რუბეჟნოეში კი ავიაიერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა.

მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ჯერ 2 ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. მოგვიანებით  კი  მათ ქალი და კიდევ ერთი ბავშვი იპოვეს. ჩატარებული დახმარების მიუხედავად ქალი გარდაიცვალა,  ბავშვის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

რუსი ოკუპანტები ისევ ბომბავენ ადგილებს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ცხოვრობენ. ბუჩას რეგიონში, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 5.

დღეს სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ნიკოლაევში  უკრაინის 79-ე საჰაერო სადესანტო მოეირიშე ბრიგადის ბაზაზე.  შემთხვევის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 80 სამხედრო, დაკარგულების რიცხვი გაცილებით დიდია.

ეს არის მეორე მსგავსი იერიში, ლვოვში განხორციელდებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, როდესაც დაიბობმა სამხედრო სასწავლო ცენტრი და სამხედრო ყაზარმები.

რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე ქალაქი დაბომბეს ლუგანსკის ოლქშიც. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 4,  დაიჭრა 10 ადამიანი. დაზიანდა 54 შენობა, მათ შორის  ორი ჯანდაცვის დაწესებულება.

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით,  ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებმა  მტრის წინსვლა შეაჩერეს და 20 დამპყრობლის განეიტრალება შეძლეს.  

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში