ბათუმში გოგოლის ქუჩაზე ისევ ხმაურია

19 მარტი 2022, 18:31 1054 ნახვა

აქცია იმართება გოგოლის ქუჩაზე. უკანონოდ აშენებულ მრავალსართულიან შენობებში სოციალურად დაუცველები ბინების მიღებას ითხოვენ. ისინი ხელისუფლებას მიმართავენ და ამბობენ, რომ ეს შენობები შანსია მათთვის, თავშესაფარი გადაეცეთ.

დიდი ნაწილი ბარაკებში, ან ნაქირავებ ბინებში მცხოვრბლები არიან.

მოქალაქეები „მეტრო ჯორჯიას“ მიერ აშენებულ სახლებთან გუშინ გვიან ღამითაც შეიკრიბნენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზბული.  

შეგახსენებთ გოგოლის ქუჩაზე11 მრავალსართულიანი შენობა  გასულ წელს აშენდა. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანია 5 ათასი ლრით 53-ჯერ დააჯარიმა. დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში