მინდა დაემსგავსოთ უკრაინელებს ბოროტებასთან ბრძოლაში - ზელენსკის მიმართვა შვეიცარიის ხელისუფლებას

20 მარტი 2022, 14:10 1197 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის ხელისუფლებას მოუწოდა, გაყინონ რუსეთის იმ მოქალაქეების აქტივები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომზე არიან პასუხისმგებელნი. ამის შესახებ ზელენსკიმ  შვეიცარიის პარლამენტში ვიდეოკავშირით ჩართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა გამოსვლისას ასევე მოუწოდა შვეიცარიის ხელისუფლებას ასეთი ადამიანებისთვის შვეიცარიაში ცხოვრებით „ტკბობის პრივილეგიის“ ჩამორთმევისკენ.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში