კიევი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჩერნობილსა და ზაპორპჟიეში ჩასვლას სთხოვს

20 მარტი 2022, 14:36 1038 ნახვა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სთხოვს, ჩავიდნენ რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებში, იქ არსებული ნორმების შესაბამისობაზე დასაკვირვებლად. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

დანილოვი ამბობს, რომ ტერორისტებმა ორი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო დუმს.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში