„ნუთუ თქვენთვის სიტყვები - დედა, შვილი, მამა - აღარაფერს ნიშნავს!“ - ზელენსკის ახალი მიმართვა რუსეთს

20 მარტი 2022, 16:32 1048 ნახვა

 „მარიუპოლის ბლოკადა ომის დანაშაულების ისტორიაში შევა. ის, რაც ოკუპანტებმა მშვიდობიან ქალაქს გაუკეთეს, არის ტერორი, რომელიც ემახსოვრებათ საუკუნეების შემდეგაც და რაც უფრო მეტს ეუბნებიან ამის შესახებ უკრაინელები მსოფლიოს, მით უფრო მეტი მხარდაჭერა გვაქვს ჩვენ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ვოლოდიმერ ზელენსკი რუსეთის უპრეცედენტო დანაკარგებზეც ამახვილებს ყურადღებას. ამბობს, რომ ზოგიერთი რუსული ქვედანაყოფი  80-90%-ით განადგურებულია.

მისი თქმით, თავდაცვის ფრონტის ხაზი რუსი ჯარისკაცების გვამებითაა სავსე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში