„რუსეთის ელიტა პუტინის თავიდან მოშორების გეგმებს განიხილავს“ - უკრაინის დაზვერვა

20 მარტი 2022, 17:06 4521 ნახვა

მოწამვლა, უეცარი ავადმყოფობა, უბედური შემთხვევა - რუსეთის ელიტა პუტინის თავიდან მოშორების გეგმებს განიხილავს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის ბიზნეს და პოლიტიკურ ელიტაში გავლენიანი ფიგურების ჯგუფი იქმნება, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მალე ჩამოაგდონ პუტინი და უკრაინის ომის გამო დასავლეთთან შეწყვეტილი ეკონომიკური კავშირები აღადგინონ.

უკრაინის თავდაცვა აცხადებს, რომ ინფორმაციას რუსული მხარე ავრცელებს.

მათივე შეფასებით, ეს შეიძლება იყოს უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის წინასწარ დამყარების მცდელობაც, რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის გვერდის ავლით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში