"ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია

20 მარტი 2022, 19:54 1430 ნახვა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

"ბორჯღალოსნებმა" ეს ტიტული ისტორიაში ყველაზე მეტჯერ 14-ჯერ აღმართეს.

არაოფიციალური ფინალი თბილისში "დინამო" არენაზე გაიმართა.

ბოლო ტურის წინ ესპანელები ცხრილის ლიდერები იყვნენ ქართველები კი 2 ქულით ჩამორჩებოდნენ.

"ბორჯღალოსნებმა" მიმდინარე წლის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი გამართეს და ესპანეთი 49-15 დაამარცხეს.

ქართველებთაგან ორ-ორი ლელო ტაბუცაძემ და გიორგაძემ დადო, ხოლო თითო ლელო შარიქაძეს და ჭყოიძის  ანგარიშზეა.

5 გარდასახვა და 2 ჯარმა აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა. ერთი არეკნი ლობჟანიძემ შეასრულა.

შეგახსენებთ რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ევროპა-1-ის სტატუსით იასპარეზებს. 

ქართველები საფრანგეთში გ ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯის და ფლეი ოფის გამარჯვებულთან ერთად  ითამაშებს.

მომავალ ტურნირზე კი რაგბი ევროპის ჩემპიონატი 8 გუნდიანი გახდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში