ვიბრძოლებთ უკანასკნელ ჯარისკაცამდე - უკრაინის ხელისუფლებამ მარიუპოლის ჩაბარებაზე უარი განუცხადა

21 მარტი 2022, 06:19 950 ნახვა

უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთს მარიუპოლის ჩაბარებაზე უარი განუცხადა. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშცუკის განცხადებით, კიევმა მოსკოვს უკვე აცნობა, რომ ქალაქის დანებებაზე არავითარი საკითხი არ განიხილება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო კი ამბობს, რომ ქალაქი თავის დაცვას არ შეწყვეტს.

'' შეუძლებელია ენდო მოსკოვის დაპირებებს ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით, ვიბრძოლებთ უკანასკნელ ჯარისკაცამდე'' - აღნიშნა ანდრიუშენკომ.

მისივე თქმით, ოკუპანტები მოქალაქეებს რუსეთში გადასვლას აიძულებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარიუპოლში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებს ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათისთვის დანებება შესთავაზა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში თქვეს, რომ წინადადებაზე წერილობითი პასუხის შემთხვევაში, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათისთვის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში