სუმიში, ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ავარია ლიკვიდირებულია

21 მარტი 2022, 11:33 829 ნახვა

უკრაინის საგანგებო სიტუაციის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სუმიში „სუმიხიმპრომის“ ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ავარია ლიკვიდირებულია.

„07:49 საათზე ქალაქ სუმიში, ავარია, რომლის შედეგადაც ამიაკის გაჟონვა მოხდა, ლიკვიდირებულია,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამიაკის გაჟონვის შედეგად დაზიანდა დაახლოებით 2,5 კმ ტერიტორია. ქარის მიმართულებიდან გამომდინარე, საფრთხე ემუქრებოდა სოფელ ნოვოსელიცას ​.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში