სააკაშვილის სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეზე

21 მარტი 2022, 11:05 929 ნახვა

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი  ამ წუთებში მიმდინარეობს.  სასამართლო პროცესს ორივე ბრალდებული დაესწრება.

სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

ე.წ. პიჯაკების საქმეზე  პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში