ზელენსკიმ ქნესეთს მიმართა

21 მარტი 2022, 11:06 581 ნახვა

ზელენსკი ქნესეთს სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიყიდვას სთხოვს. ''თქვენ დანამდვილებით შეგიძლიათ ჩვენს ხალხს დაეხმაროთ, იხსნათ უკრაინეტლა სიცოცხლე, უკრაინელი ებრაელების სიცოცხლე“ - უთხრა უკრაინელ-ებრაელ კანონდებელბს ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც თავადაც ებრაელია.  მისივე თქმით, უკრაინასა და ისრაელს თავისი მტრების მხრიდან მსგავსი საფრთხე ემუქრებათ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, 24 თებერვალი – თარიღი, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ასევე არის გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის დაფუძნების თარიღი, რომელიც 1920 წელს შეიქმნა.  ,,თქვენ შეგიძლიათ იყოთ შუამავალი ქვეყნებს შორის, მაგრამ არ შეიძლება იყოთ შუამავალი სიკეთესა და ბოროტებას შორის - ამ სიტყვებით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქნესეთში ვირტუალური გამოსვლისას, ებრაელ კანონმდებლებს.

უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ კრემლის ოფიციალური პირები იყენებენ იმავე ტერმინს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ებრაელთა გენოციდისას, ნაცისტური გეგმისთვის ჰიტლერი იყენებდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში