საკუთარი სახლი 10 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა - გაეროს ლტოლვილთა სააგენტო

21 მარტი 2022, 11:08 803 ნახვა

ომის გამო საკუთარი სახლი 10 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს - ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, უკრაინის მოსახლეობის გადაადგილების მასშტაბი ბოლო ათწლეულების განმავლობაში "უპრეცედენტოა".

ამასთან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა 3 მილიონ ნახევარმა დატოვა.

მოქალაქეების ორჯერ მეტმა რაოდენობამ კი თავი უკრაინის უსაფრთხო ტერიტორიებს შეაფარა.გაეროს ინფორმაციით ომის დაწყებიდან დღემდე 902 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინაში, 1500-მდე კი დაშავადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში