ჩინეთი უკრაინას მორიგ ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის

21 მარტი 2022, 14:02 825 ნახვა

ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების სახით  დამატებით  10 მილიონ იუანს  გამოუყოფს რაც  ერთ მილიონ 570 ათას ამერიკული დოლარის  ეკვივალენტურია.  ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა  ვან ვენბინმა განაცხადა. 

ჩინეთმა  უკრაინას თვის დასაწყისში    5 მილიონი იუანით დაეხმარა.  ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ჩინელ კოლეგასთან სი ძინპინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ  გაიმართა. ვაშინგტონმა პეკინი გააფრთხილა, რომ   რუსეთის მხარდაჭერის შემთხვევაში  პასუხისმგებლობა დაეკისრება. 

ჯო ბაიდენმა სი ძინპინს  უთხრა, რომ თუ ჩინეთი რუსეთს უკრაინაში ქმედებებისთვის მატერიალურად დაეხმარება, ამას "შედეგები" მოჰყვება.

დასავლური მედიის თანახმად, რუსეთმა ჩინეთს სამხედრო  დახმარებისთვის მიმართა და 5 სახის სამხედრო აღჭურვილობა სთხოვა, მათ შორის რაკეტები, დრონები, ჯავშანმანქანები და ლოგისტიკური მანქანები. ჩინური მხარე გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში