მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის

21 მარტი 2022, 14:33 860 ნახვა

,,მოლაპარაკებების გარეშე ომის დასრულება შეუძლებელია და თუ არსებობს 1% შანსი, რომ ომი შეაჩერონ, ის აუცილებლად უნდა გამოიყენონ“-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. ფართომასშტაბიანი საომარი  ვითარების ფონზე    უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ დელეგაციებს შორის დღეს  მორიგი შეხვედრაა ჩანიშნული. რიგით უკვე მეხუთე რაუნდი ონლაინფორმატში  იქნება. 

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად, თუმცა აქვე განაცხადა, რომ თუ მოლაპარაკების მცდელობა წარუმატებელი იქნება, ეს, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავდეს.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა  კი განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლო შეხვედრაზე "საუბარი ნაადრევია", რადგან "ისინი ვერაფერს დააფიქსირებენ, შეთანხმება არ არსებობს".

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში