ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტზე მუშაობს

21 მარტი 2022, 18:24 894 ნახვა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტზე მუშაობს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთი ომის დანაშაულებებს სჩადის და ის, რასაც ახლა უკრაინაში ხდება მორალისგან და ომის კანონებისგან შორს არის. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკო პოპესკუმ განაცხადა, რომ უკრაინიდან მოლდოვაში 360 000 ლტოლვილი შევიდა, ამ დროისთვის კი ქვეყანაში 100 ათასი უკრაინელი იმყოფება, რაც მოლდოვაში დიდ ზეგავლენას ახდენს სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე. წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო ამ წუთებში მიმდინარეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში