დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

21 მარტი 2022, 18:55 955 ნახვა

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების გამოფენა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის N26 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 65 მოსწავლე სწავლობს, მათ შორის, 7 დაუნის სინდრომის მქონე მოზარდია. ბავშვებისათვის შექმნილია სპეციალური სწავლების პროგრამა. მოქმედებს თიხის დამუშავების საამქრო. წარმატებულია თექის, ხატვისა და ბატიკის შემსწავლელი ჯგუფი. აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს სამინისტროს მიერ შეძენილი ტრანსპორტი ემსახურებათ უფასოდ. ქ.ბათუმის #26 საჯარო სკოლის ინკლუზიური სწავლების ცენტრში მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან უფასო კვებით.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში