რუსეთში სასამართლომ "ფეისბუქი" და "ინსტაგრამი" აკრძალა

21 მარტი 2022, 19:06 906 ნახვა

რუსეთის სასამართლომ ქვეყანაში "ფეისბუქი“ და "ინსტაგრამი“ „ექსტრემიზმის“ მოტივით აკრძალა, - ინფორმაციას ამის შესახებ  "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს.

ცოტა ხნის წინ, სერვისების მფლობელი კომპანია "მეტას" ექსტრემისტულად ცნობის თაობაზე სარჩელი გენერალურმა პროკურატურამ მოამზადა.

პროკურატურის განცხადებით, ექსტრემისტული ინფორმაცია ემუქრება როგორც ინდივიდებს, ისე მთლიანად საზოგადოებას და კომპანიამ დაარღვია საკუთარი წესები რუსი სამხედროების მკვლელობის შესახებ მოწოდებების გამოქვეყნებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში