მსოფლიო უკრაინისთვის

21 მარტი 2022, 19:37 852 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ ვლადიმირ პუტინი ჯერ "ომის დამნაშავედ" მოიხსენია, შემდგომ კი მას "სისხლიანი დიქტატორი" და "პირწავარდნილი ავაზაკი" უწოდა. პუტინის შესახებ ბაიდენის განცხადებების გამო  კი აშშ-ის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, საპროტესტო ნოტაში ხაზგასმულია, რომ "ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწისგან, მსგავსი უღირსი განცხადებები რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს რღვევის პირას აყენებს." ასევე არის გაფრთხილება, რომ რუსეთის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს გადამწყვეტი და მტკიცე უკუპასუხი მოჰყვება. ევროკავშირი კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტზე მუშაობს. რუსეთი ომის დანაშაულებებს სჩადის და ის, რასაც ახლა უკრაინაში ხდება მორალისგან და ომის კანონებისგან შორს არის. - ამბობენ საბჭოს წევრები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში