ქართველები უკრაინაში ახლობლებს ეძებენ

21 მარტი 2022, 19:38 1354 ნახვა

ზურაბ მარკოიძე ცოცხალია და თავშესაფარში იმყოფება- ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტოში გვითხრეს.ოჯახი 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდა მას და დღემდე უშედეგოდ ეძებდნენ. რაც შეეხება უკრაინაში მყოფ გოგი და ვასიკო ბერუაშვილებს , ასევე მაია თაბორიძეს, მათ შესახებ ინფორმაცია სამინისტროს არ აქვს. უკრაინაში მყოფ სამ ქართველს ახლობლები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან.  მათი ინფორმაციით, ისინი  უკრაინის  სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობენ, თუმცა მას შემდეგ რაც რუსეთმა ომი დაიწყო, კონტაქტზე არ გამოსულან. საგარეო საქმეთა სამინისტოში განმარტავენ, რომ ამოქმედებულია 24/7 ცხელი ხაზი, როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩოსა და საკონსულო დაწესებულებებში, ასევე თბილისი საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მოქალაქეებმა უნდა დააფიქსიტონ მსგავსი სახის შემთხვევები.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში