რუსეთის "პირველი არხი" მარინა ოვსიანიკოვას ბრიტანეთის ჯაშუშობაში ადანაშაულებს

21 მარტი 2022, 20:55 744 ნახვა

რუსეთის "პირველი არხი" რედაქტორ მარინა ოვსიანიკოვას, რომელიც პირდაპირ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით შეიჭრა, ბრიტანეთის ჯაშუშობაში ადანაშაულებს.

"პირველი არხის" გენერალური დირექტორის მოადგილის კირილ კლეიმენოვის განცხადებით, "სავარაუდოდ, ოვსიანიკოვა ბრიტანეთის დაზვერვისთვის მუშაობდა. 

"უღალატა თავის ქვეყანას, ოვსიანიკოვამ გვიღალატა ყველას... ცივად, ორგულად, ბონუსისთვის", - განაცხადა კლეიმეოვნმა.

მარია ოვსიანიკოვა, რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება "ვრემიას" პირდაპირი ტრანსლაცია მას შემდეგ შეწყდა, რაც ,მარია ოვსიანიკოვა ეთერში ბანერი წარწერით: „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ. რუსები ომის წინააღმდეგ“ - გამოჩნდა.

ხმაურიანი პროტესტის გამოხატვამდე კი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ სამწუხაროდ კრემლის პროპაგანდას აშუქებდა რის გამოც ძალიან რცხვენია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში