ლატვიამ "იანდექს ტაქსი" აკრძალა

21 მარტი 2022, 22:11 779 ნახვა

ლატვიის საავტომობილი ტრანსპორტის დირექტორტმა გააუქმა "იანდექს ტაქსის" სერვისის რეგისტრაცია ლატვიაში და დაბლოკავს "Yandex Go"-ს მობილური აპლიკაციას.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება კომპანიის რუსეთში განთავსებულ სერვერებს, სადაც მომხმარებელთა მონაცემები იგზავნება, რაც ძირს უთხრის ლატვიის ეროვნულ უსაფრთხოებას.

"აუდიტის შედეგების საფუძველზე, მივედით დასკვნამდე, რომ მძღოლების, მანქანების, მომხმარებლების, გადახდების, საბანკო ანგარიშების მონაცემები შემდგომი დამუშავებისა და შენახვის მიზნით იგზავნება რუსეთში არსებულ სერვერებზე", - ნათქვამია დირექტორატის განცხადებაში.

გადაწყვეტილება ძალაში 23 მარტიდან შევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში