თბილისისა და რეგიონების სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული 58 ბავშვი ჩაირიცხა

22 მარტი 2022, 10:43 856 ნახვა

თბილისსა და რეგიონებში სკოლებში ჩარიცხვის სურვილი უკრაინიდან ჩამოსულმა სხვადასხვა ასაკის 110 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 58 უკვე ჩარიცხულია, 52 კი უმოკლეს ვადაში ჩაირიცხება. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერასაც უწევენ. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში  საომარი მოქმედებების გამო ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში