მიმდინარე კვირაში საქართველო კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს მიიღებს - ჯანდაცვის მინისტრი

22 მარტი 2022, 11:14 761 ნახვა

მიმდინარე კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი - ეს არის სპეციალური პრეპარატი "პაქსლოვიდი“, რომელიც „ფაიზერის“ მიერ არის შექმნილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს მედიკამენტი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ერთ-ერთი საქართველო იქნება.

„ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი. ეს არის „ფაიზერის“ მიერ შექმნილი სპეციალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“. სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება. ყველას, ვინც პოტენციურად შეიძლება, დამძიმდეს ინფიცირების შემთხვევაში და ქრონიკული დაავადებები ახლავს, უფასოდ დავურიგებთ ამ მედიკამენტებს. მედიკამენტების მიღება აუცილებელია ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მედიკამენტის მიღება აუცილებელია ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში