სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელდება - ამირან გამყრელიძე

22 მარტი 2022, 11:51 934 ნახვა

ამირან გამყრელიძის განმარტებით, სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელდება.

მისივე თქმით, სკოლის ან კლასის დისტანციურ მოდელზე გადასვლის გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შედეგად მიიღება.

„დღეს იყო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საუბარი, რომ საჯარო უწყებებში დისტანციურ რეჟიმზე ვინც იყო, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ადამიანები დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ, დასწრებულ მუშაობას. სკოლას ეს არ შეხებია. თუ სკოლაში არის ინფიცირება და სკოლა ჩათვლის საჭიროდ ეპიდემიოლოგთან კონსულტაციით, რომ კლასი ან სკოლა გადავიდეს დისტანციურზე, ის გადავა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში