რუსებმა უკრაინაში 117 ბავშვი მოკლეს, დაჭრილია 155 - უკრაინის პარლამენტი

22 მარტი 2022, 12:23 670 ნახვა

უკრაინის პარლამენტის ცნობით, 22 მარტის მდგომარეობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად, 117 ბავშვი დაიღუპა და 155 დაშავდა.

მსხვერპლის ყველაზე დიდი რაოდენობა უკრაინის დედაქალაქ კიევში, ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ხარკოვსა და ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჩერნიგოვში დაფიქსირდა.

მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში