ტოჩინოშინს დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად 1 მოგება სჭირდება

22 მარტი 2022, 12:28 1175 ნახვა

იაპონიაში მიმდინარე მარტის ბაშოს მე-10 დღეს ტოჩინოშინმა მე-7 გამარჯვება მოიპოვა.

ჰარუ ბაშოს მომდევნო საშეჯიბრო დღეს მე-15 მაეგაშირა ტოჩინოშინის მეტოქე კაისეი იყო, რომელიც იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ლევანმა ქამარში ჩავლება მოახერხა და საბოლოოდ დოჰიოდან გაყვანაც შეძლო.

10 დღის თავზე ქართველი კარგად მიდის. მის ანგარიშზე 7 მოგება და 3 მარცხია.

დარჩენილი 5 ბრძოლიდან დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ლევანს მინიმუმ 1 მოგება სჭირდება.

გორგაძის  მომდევნო მეტოქე მე-11 მაეგაშირა ტერუციოში იქნება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში