რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევის საზღვაო ნავსადგურს ცეცხლი გაუხსნეს - უკრაინული მედია

22 მარტი 2022, 14:44 839 ნახვა

რუსმა სამხედროებმა ნიკოლაევის საზღვაო ნავსადგურს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას უკრაინული მედია, საზღვაო პორტების ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათვე ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა. წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ორშაბათს, 20:00 საათზე, ნიკოლაევის პორტმა ნავმისადგომებზე არსებული ფლოტი ნაწილობრივ დაამუშავა და რკინიგზით და საავტომობილო გზით გადაზიდა.

არსებული ინფორმაციით, მარიუპოლში, ბერდიანსკში, სკადოვსკში, ხერსონში პორტები დროებით დაკეტილია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში