თანამშრომლობის მემორანდუმი 

22 მარტი 2022, 14:13 911 ნახვა

საქართველოს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოსა და გერმანულ გემთმფლობელ კომპანია“კოლუმბია შიფმენეჯმენტს“ - შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა, რაც მხარეებს შორის  მჭიდრო თანამშრომლობას, მეზღვაურთა განათლებას, სერტიფიცირებას და დასაქმებას ითვალისწინებს.

კომპანიის ინფორმაციით,  ამ ეტაპზე მათთან 900-მდე ქართველი მეზღვაურია დასაქმებული, მემორანდუმის შემდეგ კი ეს რიცხვი 10 პროცენტით გაიზრდება.

კომპანიის წარმომადგენლები დღეს ქართველ მეზღვაურებსაც შეხვდებიან და  მათ სამომავლო გეგმებს გააცნობენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში