ოკუპანტებმა სევეროდონეცკში მოქალაქეებს ცეცხლი პროდუქტების მაღაზიაში გაუხსნეს და ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს

22 მარტი 2022, 17:59 1136 ნახვა

ოთხკვირიანი ომის მძიმე შედეგები უკრაინაში. რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ სევეროდონეცკში მაღაზიაში პროდუქტებისთვის მისულ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს და დაბომბეს ბავშვთა საავადმყოფოც. რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა დედაქალაქშიც. უკრაინის პრეზიდენტმა კი დღეს იტალიის საკანონმდებლო ორგანოდან მოუწოდა მსოფლიოს ომის რაც შეიძლება სწრაფად დასასრულებლად ყველაფერი გააკეთონ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში