დასავლეთის სანქციების გამო, რუსულმა ავიაკომპანიებმა ჯამში 78 თვითმფრინავი დაკარგა

22 მარტი 2022, 19:42 1291 ნახვა

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთის სანქციების გამო, რუსულმა ავიაკომპანიებმა ჯამში 78 თვითმფრინავი დაკარგეს.

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის ვიტალი საველევის განცხადებით, ქვეყანაში 1 367 თვითმფრინავი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან 78 სხვა ქვეყნებში იქნა დაკავებული.

"თვითმფრინავების დაკავება მოხდა მეგობრულად განწყობილ ქვეყნებშიც, მათ შორის თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. რუსეთის ფედერაცია ამჟამად სხვადასხვა სალიზინგო კომპანიებთან ცდილობენ მოლაპარაკებას თვითმფრინავების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიებისგან უარს იღებენ", - აცხადებს საველევი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში