ევროკავშირი უკრაინის აღდგენის ფონდს შექმნის

22 მარტი 2022, 19:59 887 ნახვა

ევროკავშირის ლიდერები მიმდინარე კვირაში საერთაშორისო ფონდის შექმნაზე შეთანხმდებიან, რომელიც უკრაინას ომის შემდეგ აღდგენაში დაეხმარება - ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერების სამიტის განცხადების პროექტშია ნათქვამი, რომელიც საინფორმაციო სააგენტო "Reuters"-მა გამოაქვეყნა.

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინას მიყენებული ნგრევისა და უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას გადაუდებელი საჭიროებებისთვის და, როგორც კი რუსული შემოტევა შეწყდება, დემოკრატიული უკრაინის აღდგენისთვის. ამ მიზნით, ევროპული საბჭო თანახმაა, შექმნას უკრაინის სოლიდარობის ფონდი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის ლიდერების სამიტი ბრიუსელში 24-25 მარტს გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში