მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კარიერა დაასრულა

23 მარტი 2022, 11:05 1041 ნახვა

25 წლის ავსტრალიელმა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ სპორტული კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

დიდი სლემების 3 გზის ჩემპიონმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
"მადლობელი ვარ ყველაფრისთვის რაც ამ სპორტმა მომცა.

მადლობა ყველას, ვინც ამ გზაზე მხარს მიჭერდა. ყოველთვის მადლობელი ვიქნები მოგონებებისთვის, რომლებიც მთელი ცხოვრება გამყვება.”- განაცხადა  ქალთა კატეგორიის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა.

ბარტიმ თქვა რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება დიდხნიანი ფიქრის შემდეგ მიიღო.

უფრო ვრცლად კი ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
ავსტრალიელმა 2019 წელს როლან გაროსი მოიგო, 2021-ში უიმბლდონი, წელს კი - ავსტრალიის ღია პირველობა. ბარტი 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში  ქალთა  რეიტინგის პირველი  ნომერი იყო.

ამ დროისთვისაც ბარტი პირველია და უახლოეს მდევარს დიდი უპირატესობით უსწორებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში