შეხვედრა ისრაელის დელეგაციასთან

23 მარტი 2022, 10:42 708 ნახვა

ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტები, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან და უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და აქვთ სურვილი სწავლა გააგრძელონ საქართველოში, მობილობას დაჩქარებული პროცედურებით შეძლებენ. საქართველოს განათლების მინისტრმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა, შეხვედრაზე სტუდენტების მობილობის დეტალები განიხილეს.

უწყება სტუდენტებს სთავაზობს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ აღიარებულ ინგლისურენოვან მედიცინის პროგრამებს, ასევე ფარმაციისა და სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა დირექტორმა აღნიშნა, რომ  საქართველოს მთავრობის ინიციატივა თანამშრომლობის კარგი დასაწყისია ებრაელი სტუდენტების საქართველოში სწავლის მიმართულებით.

ისრაელის ელჩმა განცხადებით კი,  საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის კუთხით საქართველო რეგიონულ ჰაბად ყალიბდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში