მსოფლიო პატრიარქი უკრაინელების მხარდასაჭერად პოლონეთში ჩავა

23 მარტი 2022, 10:34 728 ნახვა

მარტის ბოლოს პოლონეთში კონსტანტინოპოლის და მსოფლიო პატრიარქს ბართლომე პირველს ელოდებიან.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელი იაკუბ კუმოხი ტვიტერზე წერს, რომ მსოფლიო პატრიარქმა მიიღო პოლონეთის პრეზიდენტის მიწვევა და გამოთქვა მზადყოფნა დაუყოვნებლივ ეწვიოს პოლონეთს უკრაინელების მხარდასაჭერად.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე პირველმა რუსეთის საპატრიარქოსგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა ოფიციალურად 2019 წლის იანვარში აღიარა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში