ბაიდენი ევროპაში ვიზიტს იწყებს

23 მარტი 2022, 10:25 666 ნახვა

უკრაინაში შეჭრის გამო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპაში ვიზიტის დროს დუმის 300-ზე მეტი დეპუტატისთვის  სანქციების დაწესებას გეგმავს.  აშშ-ს პრეზიდენტი  ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად  შემდგომ ქმედებებზე იმსჯელებს.

აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, ეს სანქციები ევროკავშირთან და დიდი შვიდეულის ქვეყნებთან კოორდინაციის შედეგად დაწესდება. მომავალი სანქციების პაკეტი, რომელიც ომის მეოთხე კვირაში ამოქმედდება, მოიცავს 400 ინდივიდს, მათ შორის 325 დეპუტატს.

გასულ თვეში სანქციები  თავად ვლადიმირ პუტინსა და მისი მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანსაც დაუწესდა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხუთშაბათს ბელგიის დედაქალაქს ბრიუსელს ეწვევა.

ბაიდენთან ერთად, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, გენერალი ლოიდ ოსტინიც იქნება.

მომდევნო დღეს ბაიდენი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაემგზავრება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში