რუსი ოკუპანტების თავდასხმას უკრაინაში 121 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 167 - უკრაინის პროკურატურა

23 მარტი 2022, 11:46 1205 ნახვა

23 მარტის დილის მდგომარეობით, რუსმა ჯარებმა უკრაინაში 121 ბავშვი მოკლეს და 167-ზე მეტი დაჭრეს. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა კიევის ოლქში - 61. 41 ბავშვი დაშავდა ხარკოვის ოლქში, 40 -დონეცკის ოლქში, 32 - ჩერნიგოვის ოლქში, 24 - მიკოლაევის ოლქში, 16 -დედაქალაქში, 15- ჟიტომირის ოლქში, 15 - ხერსონის ოლქში და 14 - სუმის ოლქში.

ბოლო მონაცემებით, დაბომბვების შედეგად დაზიანებულია 548 სასწავლო დაწესებულება, 72 მათგანი სრულად არის განადგურებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში