რუსეთის თავდაცვის მინისტრი 11 მარტის შემდეგ საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა - მედია 

23 მარტი 2022, 13:43 2250 ნახვა

უკრაინული გამოცემა Unian-ი, რუს ჟურნალისტებზე დაყრდნობით, ტელეგრამარხზე წერს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი უკვე 10 დღეზე მეტია, არ გამოჩენილა. სერგეი შოიგუ საჯაროდ ბოლოს 11 მარტს ნახეს. როგორც "უნიანი" წერს, ჩვეულებრივ, მინისტრი მედიასთან ძალიან აქტიურია. 

ბოლოს 11 მარტს გაავრცელა ვიდეოც, რომლის მიხედვით შოიგუ ერთ-ერთ ჰოსპიტალში აჯილდოებს „უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილე რუს სამხედროებს. 18 მარტს, კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პუტინი შეხვდა უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, მათ შორის შოიგუს, თუმცა, შესაბამისი ვიდეო, ან ფოტომასალა არ გამოუქვეყნებია.

შოიგუს გარემოცვაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ავად არის - თავდაცვის მინისტრს, სავარაუდოდ, გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. 

სერგეი შოიგუს ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ოფიციალური რუსული წყაროებით ინფორმაცია არ ვრცელდება. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში